ყირგიზეთში პარლამენტის თავმჯდომარე აირჩიეს

ყირგიზეთის პარლამენტმა თავმჯდომარედ აირჩია ნაციონალისტურ პარტია „ატა-ჟურტის“ ლიდერი, ახმატბეკ კელდიბეკოვი. მის კანდიდატურას 101 პარლამენტარი მიემხრო, წინაღამდეგი იყო 14. პარლამენტის თავმჯდომარე აირჩიეს მას შემდეგ, რაც „ატა-ჟურტმა“ სამთავრობო კოალიცია შექმნა ორ პარტიასთან, პარტია რესპუბლიკასთან და სოციალ-დემოკრატებთან ერთად. „ატა-ჟურტს“ ყველაზე მეტი ხმა ერგო ყირგიზეთში 10 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში. მის გარდა ოთხ პარტიას ერგო პარლამენტში მოსახვედრად საკმარისი ხმები, თუმცა ვერც ერთმა ვერ მოიპოვა აშკარა უპირატესობა.