დიდთოვლობა ევროპის გზებზე ქაოსს იწვევს

დიდთოვლობის გამო პრობლემები შეექმნათ ევროპის საჰაერო, საგზაო და სარკინიგზო ტრანსპორტის საშუალებებს. ლონდონის, ფრანკფურტისა და პარიზის აეროპორტებს ასობით გაუქმებული რეისის შედეგებთან გამკლავება მოუხდათ - ბევრ მგზავრს ტერმინალებში მოუწია ღამის გათენება. ინგლისის ჩრდილო-დასავლეთში ასობით ადამიანმა ღამე თავიანთ მანქანებში გაატარა, რადგან ავარიის გამო მთავარი ჩრდილო-სამხრეთის ტრასა ჩახერგილი იყო. დიდთოვლობამ სამხრეთის ქვეყნებამდე ჩააღწია - მათ შორის ალჟირამდე, სადაც მთავარი ქუჩები ჩახერგილი იყო.იტალიაში პირობების გაუმჯობესება აღირიცხა და ავტომობილებით გადაადგილება გაადვილდა. ამინდის პროგნოზის თანახმად, ამგვარი ვითარება მომავალ კვირაშიც გასტანს.