მექსიკაში ნავთობსადენის გახეთქვას სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა

ცენტრალური მექსიკის რეგიონის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, დღეს დილით იქ ნავთობსადენი გასკდა, რასაც სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქ სან მარტინ ტექსმელუკანში, პუებლას რეგიონში მოხდა. ნავთობსადენს სამთავრობო ნავთობკომპანია „პემექსი“ ამუშავებს. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.