2010-ის 50 ფოტოგაელვება

19 იანვარი. გამოცხადების დღეს მართლმადიდებლები ყინულოვან წყალში ბანაობენ მოსკოვში, ახალი იერუსალიმის მონასტერში.

Photo by RFE/RL

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის, ბური ხალიფას კოშკის გახსნა დუბაიში. 4 იანვარი.

Photo by Karim Sahib for AFP

ჰაიტიში, პორტ-ო-პრენში, 12 იანვარს გამანადგურებელი მიწისძვრის შემდეგ ქალი ამოჰყავთ ნანგრევებიდან. ჰაიტის მთავრობის თანახმად, 200 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და მილიონამდე უსახლკაროდ დარჩა.

Photo by Lisandro Suero for AFP

სერბიის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქის, ირინეი ნისელის ინტრონიზაცია ბელგრადის საკათედრო ტაძარში. 23 იანვარი.

Photo by Vesna Anđić for RFE/RL

მტვერი და სმოგი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის თავზე. 21 იანვარი.

Photo by RFE/RL

ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის ვიზიტი ლაზერული ტექნოლოგიის გამოფენაზე თეირანში. 7 თებერვალი.

Photo by epa

ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერი ზეიმობს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მის გამარჯვებას. 10 თებერვალი.

Photo by Sergei Supinski for AFP

ქართველ ათლეტებს შავი ლენტით შემოკული სამგლოვიარო დროშა მოაქვთ ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე ვანკუვერში. წინადღით, ვარჯიშისას ტრაგიკულად დაიღუპა მათი თანაგუნდელი, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი.

Photo by Kevork Djansezian for Getty Images/AFP

30 მარტი. ქალი მოთქვამს მოსკოვში, მეტრო "ლუბიანკას" სადგურთან, მას მერე, რაც ორი თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებებს სულ ცოტა 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვრერპლა.

Photo by Alexander Natruskin for Reuters

საპროტესტო აქციის მონაწილეები ცდილობენ რეაქტიული ყუმბარმტყორცნელი წაართვან პოლიციელს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შეტაკებებისას 7 აპრილს. აპრილში ოპოზიციის დემონსტრაციებსა და შეტაკებებს პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის გადაყენება მოჰყვა.

Photo by Vladimir Pirogov for Reuters

8 აპრილს პრაღაში აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ერთმანეთს უცვლიან სტრატეგიული განიარაღების ახლადხელმოწერილ ხელშეკრულებას. საკვანძო მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელსაც მრავალთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ მოეწერა ხელი, საგრძნობლად ამცირებს ორი ქვეყნის ბირთვულ არსენალებს.

Photo by Jewel Samad for AFP

ჩრდილოეთის ციალი ისლანდიაში ვულკან აიუჰვედლეუკის ამოფრქვევისას, 22 აპრილს. მარტსა და აპრილში ვულკანიდან ამოფრქვეული ფერფლის უზარმაზარმა მასებმა ევროპაში საჰაერო მიმოსვლის სერიოზული შეფერხება გამოიწვია.

Photo by Lucas Jackson for Reuters

დეპუტატების მუშტი-კრივი უკრაინის პარლამენტის სხდომაზე 27 აპრილს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კვერცხები და პეტარდები ისროლეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მას მერე, რაც დეპუტატებმა მოიწონეს შეთანხმება, რომელიც რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტს 2042 წლამდე უგრძელებს სევასტოპოლში დარჩენის უფლებას.

Photo by Gleb Garanich for Reuters

ცეცხლწაკიდებული სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელი, რომელსაც თვითნაკეთი ყუმბარა მოხვდა ქვეყნის მასშტაბით გამართული გაფიცვისას საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, პარლამენტის შენობის წინ. გაფიცვა 5 მაისს მოეწყო მომჭირნეობისკენ მიმართული რადიკალური ზომების წიგააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

Photo by John Kolesidis for Reuters

სამხედრო თვითმფრინავები კრემლის ტაძრის თავზე საწვრთნელ ფრენას ასრულებენ 9 მაისის სამხედრო აღლუმისთვის მზადებისას, რომელიც მიეძღვნა ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ საბჭოთა კავშირის გამარჯვების 65-ე წლისთავს.

Photo by Maxim Shipenkov for epa

1 ივნისს ტროპიკული ქარიშხლის, "აგათას" შედეგად, გიგანტური ორმო წარმოიქმნა გვატემალის დედაქალაქ გვატემალაში. "აგათათი" გამოწვეულ ღვარცოფებსა და გზების ჩანგრევას 175-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

Photo by Luis Echeverria for epa

სქელ ნავთობში ამოსვრილი თოლია აშშ-ის ლუიზიანის შტატის ისტ გრანდ ტერის კუნძულზე 4 ივნისს. მექსიკის ყურეში რამდენიმე თვის განმავლობაში მილიონობით ბარელი ნავთობი ჩაიღვარა მას მერე, რაც აპრილში აფეთქება მოხდა BP-ს ჭაბურღილზე. ავარიამ უზარმაზარი ეკოლოგიური და ეკონომიკური ზარალი გამოიწვია.

Photo by Win McNamee for Getty Images/AFP

ფეხბურთის სამხრეთაფრიკელი გულშემატკივარი მინივუვუზელას უკრავს იოჰანესბურგში, ფეხბურთში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის წინ. 11 ივნისი.

Photo by AFP

რუსი მართლმადიდებელი მღვდელი გაფრენის წინ აკურთხებს "სოიუზ TMA-19" კოსმოსურ ხომალდს. 14 ივლისი, ყაზახეთის კოსმოდრომი ბაიკონური.

Photo by Vyacheslav Oseledko for AFP

ავღანელი ლტოლვილი გოგონა ქაბულის მახლობლად მდებარე ლტოლვილთა ბანაკში 8 ივლისს. დაახლოებით 300 000 ავღანელია ქცეული ადგილნაცვალ პირად საკუთარი ქვეყნის შიგნით და სამ მილიონზე მეტი უცხოეთში, ძირითადად პაკისტანსა და ირანში, იმყოფება ლტოლვილობაში.

Photo by RFE/RL

ბოსნიელი ქალი ბოსნიის ქალაქ სრებრენიცის მახლობლად, პოტოჩარის სასაფლაოზე. 11 ივლისს ბოსნიელებმა აღნიშნეს 90-იანი წლების ომის დროს სერბული შენაერთების მიერ 8000-მდე მუსულმანი მამაკაცისა და ბიჭის დახოცვის მე-15 წლისთავი.

Photo by Dimitar Dilkoff for AFP

23 ივლისი. პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციის მოსახლეები ბაწარს ჩაჭიდებულები მოძრობენ წყალდიდობაში. მონსუნის კოკისპირულმა წვიმებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია მძიმე წყალდილობები, რომლებმაც 20 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა.

Photo by Reuters

29 ივლისი. კაცი ცეცხლმოდებული სახლის წინ რუსეთის ქალაქ ვიკსაში, ნიჟნი ნოვგოროდის მახლობლად. რუსეთში სარეკორდო სიცხემ გამანადგურებელი ტყის ხანძრები გამოიწვია ივლისსა და აგვისტოში.

Photo by Mikhail Voskresensky for Reuters

31 ივლისი. მილიცია რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ბორის ნემცოვს აპატიმრებს მოსკოვში, შეკრების თავისუფლების მოთხოვნით არასანქციონირებული დემონსტრაციის ორგანიზების მცდელობისთვის.

Photo by Yuri Timofeyev for RFE/RL

რუსეთის მილიცია აპატიმრებს საპროტესტო აქციის მონაწილეს, რომელიც ტყის მჭრელებისთვის ხიმკის ტყის ნაწილის გაჩეხვაში ხელის შეშლას ცდილობდა. აქტივისტები წინ აღუდგებოდნენ მოსკოვისა და სანკტ პეტერბურგის დამაკავშირებელი ავტოტრასის გასაყვანად ტყის გაჩეხვას.

Photo by Alexander Natruskin for Reuters

15 აგვისტო. აშშ-ის ჯარისკაცი თალილის სამხედრო-საჰაერო ბრაზაზე, ერაყის დატოვებისთვის მზადებისას. აშშ-ის უკანასკნელმა საბრძოლო ბრიგადამ 19 აგვისტოს დატოვა ერაყი. ქვეყანაში ამერიკის 50 000 სამხედრო დარჩა მრჩევლის სტატუსით.

Photo by Thaier al-Sudani for Reuters

18 აგვისტო. ერაყშის ქალაქ ქერბალაში, იმამ ჰუსეინის მეჩეთში, მუსულმანი მამაკაცები ყურანს კითხულობენ რამადანის წმიდა თვეში.

Photo by Mushtaq Muhammed for Reuters

აფხაზეთიდან ლტოლვილებმა, 52 წლის მალუზა აბრამიშვილმა (მარცხნივ) და 49 წლის ნუნუ ბასარიამ პირი აიკერეს თბილისში გამართული შიმშილობის აქციის დროს 25 აგვისტოს. ათობით ლტოლვილმა გააპროტესტა მთავრობის გადაწყვეტილება, დროებითი საცხოვრებელი ადგილებიდან მათი გამოსახლების შესახებ.

Photo by David Mdzinarishvili for Reuters

30 აგვისტო. პაკისტანში წყალდიდობით დაზარალებულები საგანგებო დახმარებას იღებენ კოტ ადუში. გაეროს თანახმად, წყალდიდობას მოჰყვა უკანასკნელი პერიოდის ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კატასტროფა.

Photo by Arif Ali for AFP

თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მომხრეების დემონსტრაცია თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ დიარბაქირში 3 სექტემბერს. 12 სექტემბერს თურქეთში გაიმართა სახალხო რეფერენდუმი, რომელშიც მოსახლეობამ მხარი დაუჭირა კონსტიტუციის მოყვანას ევროპის კავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

Photo by Umit Bektas for Reuters

ავღანეთში საპარლამენტო არჩევნების წინ ვირს ჰკიდებენ საარჩევნო ურნას, რომელიც პანჯშირის ხეობის ერთ-ერთი სოფლისთვისაა განკუთვნილი. 18 სექტემბერს გამართული არჩევნები მეორე იყო 2001 წელს თალიბების რეჟიმის დამხობის შემდეგ. საარჩევნო ბიულეტენების თითქმის მეორთხედი ბათილად იქნა მიჩნეული გაყალბებისა და სხვა დარღვევების გამო.

Photo by Mara Shah for AFP

მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი მედიასთან საუბრისას 18 სექტემბერს, კრემლთან ხანგრძლივი დაპირისპირების პერიოდში. 10 დღის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გაათავისუფლა ლუჟკოვი და განაცხადა, რომ გავლენიანი მერის მიმართ ნდობა დაკარგა.

Photo by Denis Sinyakov for Reuters

გოგონა სამხრეთ ოსეთის დროშით ცხინვალში 20 სექტემბერს, სეპარატისტული რეგიონის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების 20 წლის ზეიმზე.

Photo by Kazbeg Basayev for Reuters

ავღანეთის ეროვნული არმიის ოფიცერი ქალები გამოსაშვებ ცერემონიაზე ქაბულში, 23 სექტემბერს. ავღანეთის მოდერნიზებულ არმიაში ცდილობენ ქალი სამხედროების გაწვევას საკანცელარიო სამუშაოსთვის. ამ გზით ცდილობენ ავღანეთის არმიის გაზრდას და ქვეყანაში უცხოელ სამხედროთა რიცხვის შემცირებას.

Photo by Shan Marai for AFP

აქტივისტებმა ჩამოხრჩობის სცენა გაითამაშეს ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინის წინ. აქცია ჩატარდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 23 სექტემბერს ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამოსვლის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

Photo by Eric Thayer for Reuters

ყირგიზი მამაკაცი საარჩევნო ბიულეტენს აგდებს ურნაში 10 ოქტომბერს. არჩევნები მიზნად ისახავდა დროებითი მთავრობის შეცვლას და ყირგიზეთში პირველი საპარლამენტო დემოკრატიის ჩამოყალიბებას. არჩევნებამდე ქვეყანაში მომხდარმა სისხლიანმა ამბოხებამ ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

Photo by Igor Kovalenko for epa

15 ოქტომბერი. მოსახლეობის აღმწერი ფორმულარს ავსებს რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ვლადივოსტოკში. აღწერის მიზანი იყო, რუსეთის მთელი მოსახლეობის, მათ შორის უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა აღრიცხვა.

Photo by Yuri Maltsev for Reuters

ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში გუშაგი პარლამენტის დაზიანებულ შენობას იცავს 19 ოქტომბერს. ისლამისტმა მეამბოხეებმა სულ ცოტა ოთხი ადამიანი მოკლეს, როცა ჩეჩნეთის პარლამენტის ხელში ჩაგდება სცადეს თვითმკვლელთა იერიშით.

Photo by Kazbek Basayev for Reuters

20 ოქტომბერი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შავ ზღვაში, ბათუმის მახლობლად ცურავს. საქართველოს მედიის თანახმად, სააკაშვილმა სამ კილომეტრამდე გაცურა იმის საჩვენებლად, რომ ბათუმში დასასვენებელი სეზონი ექვს თვეს გრძელდება.

Photo by Irakli Gedenidze for AFP

ირანი, ბუშერის ატომური ელექტროსადგური, სადაც ინჟინრებმა საწვავის ჩატვირთვა დაიწყეს 26 ოქტომბერს. ეს ერთ-ერთი უკანასკნელი ნაბიჯია ირანის მიზნამდე, გახდეს ბირთვული სახელმწიფო.

Photo by Mohammad Babaie for Reuters/IRNA

WikiLeaks-ის დამაარსებელი ჯულიან ასანჟი 23 ოქტომბერს ლონდონში, პრესასთან შეხვედრისას საუბრობს ორგანიზაციის მიერ აშშ-ის გასაიდუმლოებული სამხედრო დოკუმენტების გამოქვეყნების შესახებ. ნოემბრის ბოლოს WikiLeaks-მა მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური ფურორი მოახდინა მას მერე, რაც აშშ-ის საიდუმლო დიპლომატიური მიმოწერის გამოქვეყნებას შეუდგა.

Photo by Leon Neal for AFP

ერაყის უშიშროების ძალები ბაღდადში, კათოლიკური ეკლესიის წინ 1 ნოემბერს. მანამდე მასზე განხორციელდა სისხლიანი იერიში, რომლისთვის პასუხისმგებლობა "ალ-ყაიდასთან" დაკავშირებულმა დაჯგუფებამ იკისრა. ერაყის უშიშროების ძალების 7 წარმომადგენელი და 46 ქრისტიანი დაიღუპა, როცა უშიშროების ძალები ეკლესიაში შეიჭრნენ ათობით მძევლის გასათავისუფლებლად.

Photo by Sabah Arar by AFP

რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი სურათებს იღებს საბჭოთა სამხედრო საარტილერიო კოშკურების მახლობლად კუნძულ კუნაშირიზე 1 ნოემბერს. კუნაშირი ერთ-ერთია იმ ოთხი კუნძულიდან, რომლებიც რუსეთში სამხრეთ კურილის კუნძულების, იაპონიაში კი ჩრდილოეთის ტერიტორიების სახელითაა ცნობილი. ამ კუნძულების თაობაზე რუსეთსა და იაპონიას შორის უთანხმოება ექვს ათეულ წელზე მეტ ხანს გრძელდება.

Photo by Mikhail Klimentyev for Reuters

კომიქსის გმირების ტანსაცმელში გამოწყობილი მემარჯვენე "ჩაის პარტიის" წარმომადგენლები ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის წინ, არჩევნების დღეს, 2 ნოემბერს. არჩევნებში რესპუბლიკურმა პარტიამ ფართო მასშტაბის გამარჯვება მოიპოვა.

Photo by Rod Lamkey for Getty Images/AFP

მუსულმანი მომლოცველი საუდის არაბეთში, მექაში, ალ-ნურის მთაზე ლოცვისას 9 ნოემბერს. მექას ყოველწლიური მოლოცვა, ჰაჯი, წმინდა მოვალეობაა ყოველი მუსულმანისთვის, ვისაც ხელეწიფება მისი აღსრულება.

Photo by Mohammed Salem for Reuters

6 დეკემბერი. ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სრულიად ბელორუსიის ეროვნული ასამბლეის დელეგატების წინაშე გამოსვლისას. 19 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში ლუკაშენკო ხელახლა იქნა არჩეული ქვეყნის პრეზიდენტად. მილიციამ სასტიკად დაარბია ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები და ათეულობით ადამიანი დააპატიმრა, მათ შორის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატებიც.

Photo by Maxim Guchek for AFP

ირანელი ქალი საქინე მოჰამად აშტიანი ირანის ინგლისურენოვანი ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუს დროს 9 დეკემბერს. აშტიანის ჩაქოლვით სიკვდილი აქვს მისჯილი ქმრის ღალატისა და მისი მკვლელობის ბრალდებით. აშტიანისთვის გამოტანილმა განაჩენმა ადამიანის უფლებების დამცველთა აღშფოთება გამოიწვია მთელ მსოფლიოში.

Photo by Reuters/Press TV

12 დეკემბერი. კოსოვოს პრემიერ-მინიტრ ჰაშიმ ტაჩის მომხრეები გამარჯვებას ზეიმობენ პრიშტინაში. ეს პირველი საპარლამენტო არჩევნები იყო კოსოვოში მას მერე, რაც მან სერბიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა 2008 წლის თებერვალში.

Photo by Armend Nimani for AFP