მალაიზიაში 26 ადამიანი დაიღუპა ავტოკატასტროფაში

დღეს მალაიზიაში, სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად, 26 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მთიან რაიონში მოძრავი ავტობუსი უფსკრულში გადაიჩეხა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ავტობუსს მუხრუჭმა უმტყუნა. შემთხვევის ადგილიზე ასამდე მაშველი მუშაობს. მალაიზიის გზებზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ავარიების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება.