ედუარდ კოკოითი პრეზიდენტად მესამე ვადით კენჭისყრას არ აპირებს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ადგილობრივი კონსტიტუციის შეცვლასა და პრეზიდენტად მესამე ვადით კენჭისყრას არ აპირებს. ედუარდ კოკოითიმ მოსკოვში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება არ სურს და მისი ეს გადაწყვეტილება პრინციპულია. შესაძლო შემცვლელებზე საუბრისას კოკოითიმ აღნიშნა, რომ მის რესპუბლიკაში საკმაოდ ბევრი ახალგაზრდაა, რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ არჩეული კურსის გაგრძელება შეუძლია.