საქართველოში პატიმართა მორიგი შეწყალება იგეგმება

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს შეწყალების კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც საახალწლოდ შესაწყალებელ პატიმართა საქმეებს განიხილავენ. კომისია 218 პატიმრის საქმეზე იმსჯელებს, რომელთაგან 10 არასრულწლოვანი და 20 ქალია. როგორც ახალი ამბების სააგენტო “ინტერპრესნიუსს“ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ განუცხადა, შეწყალებაზე განცხადებები ყველა კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებულებმა შეიტანეს. პრეზიდენტი საახალწლოდ პატიმრებს ყოველ წელს იწყალებს.