მოლდავეთში პარლამენტის თავმჯდომარე აირჩიეს

მოლდავეთის პარლამენტმა თავმჯდომარედ აირჩია დემოკრატიული პარტიის ლიდერი, მარიან ლუპუ. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 57-მა დეპუტატმა. კომუნისტმა პარლამენტარებმა თავი შეიკავეს. მანამდე, დემოკრატიული პარტია დათანხმდა დასავლური ორიენტაციის ალიანსში შესვლას, ანუ, კოალიციის შექმნას ლიბერალ-დემოკრატებთან და ლიბერალებთან ერთად. მაგრამ ვერც ამ გადაწყვეტილების შედეგად მოგროვდა ხმების საკმარისი რაოდენობა მოლდავეთის პრეზიდენტის ასარჩევად. ასეთ ვითარებაში, პარლამენტის თავმჯდომარე ხდება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.