აფრიკაში პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთის მოქალაქეებს

ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა სომალის სეპარატისტული რეგიონის სომალილანდის სასამართლომ რუსეთის ექვს მოქალაქეს მტრისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების ბრალდებით. ბრალდებულების თვითმფრინავი მაშინ დააკავეს, როცა იარაღი გადაჰქონდათ ნახევრად ავტონომიურ, მეზობელ რეგიონ პუნტლანდში.