ბელორუსიას მოუწოდებენ, გაათავისუფლოს ჟურნალისტები

მედიაორგანიზაციები ბელორუსიას მოუწოდებენ, გათავისუფლებულ იქნეს ათობით ჟურნალისტი, რომელიც, სავარაუდოდ, კვლავაც პატიმრობაში რჩება მას შემდეგ, რაც ისინი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მინსკში გამართული საპროტესტო აქციის დარბევისას დააკავეს. საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ოპოზიციონერები პროტესტს გამოთქვამდნენ არჩევნებში გამარჯვებულად ისევ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გამოცხადებასთან დაკავშირებით. პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა და მისმა პარტნიორმა, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის მედიაორგანიზაციამ „საგანგაშო“ უწოდეს ჟურნალისტების დაკავებას და მათთვის პატიმრობის მისჯას. ნიუ-იორკში დაფუძნებულ ორგანიზაცია, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის შეფასებით, სულ ცოტა, 22 ჟურნალისტია დაპატიმრებული მინსკში 19 დეკემბრის აქციის დარბევის შემდეგ.