რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა გაძვირდა

რუსთავსა და თბილისს შორის მოძრავი ყველა სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა დღეიდან 1 ლარის ნაცვლად 1 ლარი და 50 თეთრი გახდა. სამარშრუტო ტაქსების მძღოლები მგზავრობის საფასურის გაძვირების მიზეზად საწვავზე ფასის მომატებას ასახელებენ. ”ინტერპრესნიუსის” ცნობით საქართველოში საცალო ქსელში საწვავი 2010 წლის ნოემბრის შემდეგ არ გაძვირებულა.