ხვალ პარლამენტთან დევნილთა საპროტესტო აქცია გაიმართება

დევნილები კვლავ მოითხოვენ მათი გამოსახლების პროცესის შეჩერებას და თბილისში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან დღეს გამართულ ბრიფინგზე კონსერვატორმა, ლაშა ჩხარტიშვილმა, განაცხადა, რომ ხვალ პარლამენტის შენობასთან გაიმართება დევნილთა საპროტესტო აქცია, რომლის ორგანიზატორები ხალხისა და კონსერვატიული პარტიები არიან. ჩხარტიშვილის ცნობით, აქციის გარდა, დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ეგიდით გაიმართება კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.