თავისუფალი დემოკრატები დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ

3 ჯარისკაცის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა პარტიამ ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები, რომელმაც დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. ამასთან, თავისუფალი დემოკრატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დროულად და მიუკერძოებლად გამოიძიოს მომხდარი ფაქტი, რათა მომავალში ქვეყანამ თავიდან აიცილოს მსგავსი ტრაგედია.