მექსიკის ყურეში ეკოკატასტროფის მიზეზი გაირკვა

აშშ-ის სამთავრობო კომისიამ, რომელიც მექსიკის ყურეში ეკოლოგიურ კატასტროფის მიზეზებს იკვლევდა, დაასკვნა, რომ ავარიის მიზეზი, რასაც დიდი რაოდენობით ნავთობის ჩაღვრა მოჰყვა წყალში, ჭაბურღილის ექსპლუატაციის დროს „ბრიტიშ პერტროლიუმის“ და მისი პარტნიორების მიერ დაშვებული შეცდომები იყო. კომისია თვლის, რომ ავარიაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ კომპანიას არ უნდა დაეკისროს, აშშ-ის მთავრობამ უნდა გაამკაცროს კონტინენტურ შელფზე ნავთობის მოპოვების წესები.