რუსეთმა პოლონეთს ავიაკატასტროფის გამოძიების საბოლოო შედეგები გაუგზავნა

რუსეთმა პოლონეთს საბოლოო მოხსენება გაუგზავნა, სადაც მოცემულია გამოძიების შედეგები ტუ-154-ის კატასტროფისა, რომლის ბორტზეც პოლონეთის დელეგაცია იმყოფებოდა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით. დღესვე ჟურნალისტების წინაშე მოხსენებით წარდგება საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე, ტატიანა ანოდინა. პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი 10 აპრილს, სმოლენსკის მახლობლად ჩამოვარდა.