ვეტერანების ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს

ვეტერანთა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალით დაშლის შემდეგ დაკავებული 11 ადამიანის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. პირველი ინსტანციის მოსამართლემ პოლიციის მიერ დაკავებულები 400-400 ლარით დააჯარიმა და არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, გაცნობოდა გმირთა მოედანზე გადაღებულ ვიდეომასალას, რომელიც დაცვის მხარის შეფასებით, რეალურად განვითარებულ მოვლენებს ასახავდა. ვეტერანთა აქციის მონაწილეთა მიერ კანონის დაცვით მოქმედება დაადასტურა საქართველოს სახალხო დამცველმა, განსხვავებით პოლიციელებისგან, რომელთა მოქმედებაში ომბუდსმენის შეფასებით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა.