ტუნისში 42 ადამიანი დაიღუპა ციხეში ხანძრისა და სროლის შედეგად

ტუნისიდან გავრცელებული ინფორმაციით, სულ ცოტა, 42 ადამიანი დაიღუპა ზღვისპირა ქალაქ მონასტირის ციხეში ხანძრისა და სროლის შედეგად. თვითმხილველების ცნობით, ციხეს ხანძარი მოედო მას შემდეგ, რაც პატიმრებმა ცეცხლი წაუკიდეს ლეიბებს. მოგვიანებით, როცა პატიმრებმა გაქცევა სცადეს, მათ ციხის მცველებმა ესროლეს. სხვა დეტალები ჯერ უცნობია, მათ შორის ის, თუ რამდენმა პატიმარმა შეძლო გაქცევა.