ტუნისში არეულობებმა 78 სიცოცხლე შეიწირა

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტუნისში მიმდინარე მასობრივი არეულობების შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, 78 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში, სადაც სახალხო აჯანყებამ ავტორიტარული მმართველის, ზინე ელ-აბიდინ ბენ ალის, ჩამოგდება მოიტანა, ვითარება ახლაც დაძაბულია. ორშაბათს პოლიციამ დაშალა მიტინგი, რომლის მონაწილეებიც ბენ ალის თანაპარტიელებს დაკავებულ პოსტებზე უარის თქმისკენ მოუწოდებდნენ.