პეშავარში სკოლასთან აფეთქება მოხდა

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ პეშავარის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში, სკოლის მახლობლად ბომბი აფეთქდა. დაღუპულია ერთი და დაჭრილია 14 ადამიანი. დაშავებულთა შორის სკოლის მოწაფეებიც არიან.