ავღანეთში ნაღმმა 13 მშვიდობიანი მოქალაქე დახოცა

ავღანეთის აღმოსავლეთში, ფაქთიქის პროვინციაში, 13 მშვიდობიანი მოქალაქე დახოცა ნაღმმა, რომელიც გზაზე იყო დადებული. დაღუპულებს შორის არიან ქალები და ბავშვები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფეთქება მოხდა ჰოშამანდის რაიონში.