ჰუ ძინტაო ამერიკელ კონგესმენებს შეხვდება

ამერიკაში სახელმწიფო ვიზიტით მყოფი ჩინეთის ლიდერი ჰუ ძინტაო დღეს ამერიკის კონგრესის წევრებს შეხვდება. ის ასევე ვაშინგტონში გამოვა ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით, შემდეგ კი ჩიკაგოში შეხვდება ბიზნესის წარმომადგენლებს. გუშინ ვაშინგტონში გაიმართა შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რომლის დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკაზე, ადამიანის უფლებებსა და სხვა საკითხებზე იმსჯელეს.