ავღანეთში ერთი უცხოელი ჯარისკაცი და 23 სავარაუდო მეამბოხე დახოცეს

ავღანეთის და კოლიციის ჯარების წარმომადგენელთა ცნობით, სულ მცირე 23 თალიბი მეამბოხე დაიხოცა მათი ჯარების ოპერაციის დროს. ნატოს თანახმად, ამ კვირაში, ავღანეთის დასავლეთში, იტალიელი ჯარისკაცი იქნა მოკლული ავღანელი ჯარისკაცის მიერ და არა მეამბოხეთა ხელით, როგორც ადრე იუწყებოდნენ.