გიორგი ბარამიძე ევროპარლამენტის რეზოლუციას მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს

სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე ევროპარლამენტის მიერ ხუთშაბათს დამტკიცებულ რეზოლუციას საქართველოს დეოკუპაციის გზაზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს. ბარამიძის განცხადებით, მშვიდობიანი და დიპლომატიური მეთოდებით საქართველოს დეოკუპაციისა და რუსეთის მიერ ვალდებულებათა შესასრულებლად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერს თავის სახელი დაარქვას.