ფეხბურთის ფედერაციის სათავეში ზვიად სიჭინავა რჩება

„მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციის პრიორიტეტი საფეხბურთო ინფრასტუქტურის განვითარება და ეროვნული ნაკრების გაძლიერება იქნება“- განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ოთხი წლის ვადით არჩეულმა ზვიად სიჭინავამ კენჭისყრის შემდეგ. არჩევნებში, რომელიც შაბათს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გაიმართა, 33 დელეგატიდან, მონაწილეობა მიიღო 30-მა და მათ სიჭინავა ერთხმად აირჩიეს პრეზიდენტად. როგორც სიჭინავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის ფედერაციის პრეზიდენტობა დიდი პასუხისმგებლობაა იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ ფეხბურთში დღეს ბევრი პრობლემაა. ზვიად სიჭინავა პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.