რუსეთის პოლიცია მასობრივ მკვლელობას იძიებს

რუსეთის პოლიცია იძიებს ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქ სტავროპოლშ მომხდარ ბურუსით მოცულ შეტაკებას, რომლის დროს რვა ადამიანი დაიღუპა. მოკლულთა გვამები პარასკევს აღმოაჩინეს. მათ შორის არის ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების ხელემძღვანელი მეტსახელად „ხანი“. წინასწარი გამოძიების ვარაუდით, შეტაკება კრიმინალურ გარჩევას მოჰყვა. დაღუპულთა შორის სამი ქალია. საცხოვრებელ სახშლი, სადაც გვამები იპოვეს, ცოცხლადგადარჩენილი გოგონა და ბიჭიც იპოვეს.