რუსმა ”მესაზღვრეებმა” საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მყოფმა რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით საქართველოს კიდევ 3 მოქალაქე დააკავეს. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციის კომიტეტი დაკავებულთა კონკრეტულ ვინაობას არ ასახელებს და მხოლოდ იმას იუწყება, რომ სამივე მათგანი გორის მკვიდრია. ამავე კომიტეტის ცნობით, დაკავებულები ამჟამად უშიშროების სამსახურის იზოლატორში იმყოფებიან.