ტერაქტის გამო რუსეთში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო რუსეთის დედაქალაქსა და ქვეყნის რეგიონებში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. დღეს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო აეროპორტების და რკინიგზის სადგურების დაცვის ხარისხის შემოწმება, რომელიც თვის ბოლოს დასრულდება. პროკურატურის განმარტებით, რევიზიის შედეგად პრინციპულად შეფასდება საქმიანობა თანამდებობის იმ პირებისა, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებისა და მგზავრების უსაფრთხოების პასუხისმგებლები არიან. დღესვე რუსეთის კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ ანტიტერორისტული ზომებისთვის განკუთვნილი თანხების მიზნობრივად ხარჯვის შესწავლა დაიწყო.