დაკავებულია ტყიბულის მაღაროს ორი ხელმძღვანელი

ტყიბულის მაღაროში 22 იანვარს მომხდარი აფეთქების გამო, შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს მაღაროს ორი ხელმძღვანელი ედემ სტურუა და გიორგი დევდარიანი. მთავარი პროკურატურის განცხადებით, დანაშაულში ეჭვმიტანილებმა უსაფრთხოების დადგენილი წესების იგნორირებით გასცეს ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოების ბრძანება, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი მაღაროელი და ოთხი დაშავდა. პროკურატურის ცნობით, გამოძიება ჯერჯერობით არ დასრულებულა და გამორიცხული არ არის, რომ დაისმება სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც.