დავოსში მომცრო აფეთქება მოხდა. არავინ დაშავებულა

დავოსის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა აფეთქება, თუმცა ის ძლიერი არ ყოფილა და არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს გამოძიება. შვეიცარიის ამ კურორტში 2 500-მდე სტუმარია ჩასული, მათ შორის მრავალი პოლიტიკური და ბიზნესლიდერი, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან დაკავშირებით.