აშშ ბელორუსიის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შემოიღებს

ამერიკა ბელორუსიის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შემოიღებს ამ ქვეყანაში დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის აქტივისტების დევნის გამო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანაშემწე ფილიპ გორდონმა განაცხადა, რომ ახალ სანქციებში შედის აკრძალვა ამერიკული კომპანიებისა და მოქალაქეებისათვის საქმე დაიჭირონ ბელორუსიულ კონცერნ ”ბელნეფტეხთან”. ასევე, გაიზრდება სია ბელორუსიელი ჩინოვნიკებისა, რომლებსაც ეკრძალებათ ამერიკაში შესვლა.