ქაიროში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა

ქაიროში რეგულარული არმიის ნაწილები გამოჩნდნენ მას შემდეგ, რაც ათასობით დემონსტრანტსა და პოლიციის ნაწილებს შორის შეტაკებები მოხდა. სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით ქვეყნის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა გასცა ბრძანება მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათის შემოღების შესახებ. თუმცა, დემონსტრანტები წინააღმდეგობას არ წყვეტენ, და რამდენიმე ჯგუფი შეეცადა, იერიშით აეღო სახელმწიფო ტელევიზია და საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა. ცეცხლი უკიდია მმართველი პოლიტიკური პარტიის შტაბ-ბინებს ქაიროსა და ეგვიპტის კიდევ ორ ქალაქში. ეგვიპტელები მწყობრიდან გამოიყვანა ფასების ზრდამ, უმუშევრობამ და ხელისუფლებაში გამეფებულმა კორუფციამ. ეგვიპტის ქალაქებში მომხდარ შეტაკებებში 7 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.