დასავლეთი ეგვიპტეს თავშეკავებისკენ და რეფორმირებისკენ მოუწოდებს

აშშ-მა და ევროკავშირმა დღეს ეგვიპტეს კიდევ ერთხელ მოუწოდეს თავშეკავების გამოჩენის და რეფორმების გატარებისკენ, იქ მიმდინარე მასშტაბური ანტი-სამთავრობო გამოსვლების ფონზე. „ეგვიპტის ქუჩებში კვლავაც მიმდინარეობს აქციები და ჩვენ კვლავაც გვაშფოთებს ძალადობის პოტენციური საფრთხე. ყველა მხარეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ფილიპ კროულიმ. მანამდე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეგვიპტის მთავრობას მოუწოდა, არ გამოიყენოს ძალა აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ. მსგავს შეტყობინებას უგზავნის ეგვიპტეს ევროკავშირიც და კაიროს მოუწოდებს, გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი.