ნეტანიაჰუ: ეგვიპტეში ისლამისტური რეჟიმი შეიძლება შეიქმნას

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ გაფრთხილება გამოთქვა, რომ არის საშიშროება ეგვიპტში საპროტესო გამოსვლების შედეგად ისლამისტური რეჟიმი შეიქმნას. როგორც ნეტანიაჰუმ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთობლივ პრესკონფორენეციაზე განაცხადა, ქაოსის დროს ისლამისტურმა ჯგუფმა შეიძლება ხელში აიღოს ძალაუფლება, როგორც ეს ირანში და სხვა ქვეყნებში მოხდა.
ისრაელი დათანხმდა, განათავსოს ეგვიპტემ რამდენიმე ასული სამხედრო სინაის ნახევარკუნძულზე, რომლის დემილიტარიზაცია 1979 წელს იკისრა ეგვიპტემ, ისრაელის ნაბიჯის საპასუხოდ, დაუბრუნოს მას არეალი, რომელიც ისრაელის არმიამ ომის შედეგად დაიკავა. ამ არეალში ბევრი უცხოელი ტურისტი ჩადის, მასზე მოდის ეგვიპტის ეკონომიკური შემოსავლის დიდი ნაწილი.