ვაშინგტონი ირანს სიკვდილით დასჯის გაუქმებისაკენ მოუწოდებს

შეერთებული შტატები, რომელიც აღშფოთებულია ირანული წარმომავლობის ჰოლანდიელი ქალის ჩამორხჩობით, ირანს მოუწოდებს შეაჩეროს სიკვდილით დასჯა და აღშფოთება გამოხატა. 46 წლის ზაჰრა ბაჰრამი შაბათს ჩამოახრჩვეს ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვისა და გასაღების ბრალდებით. ირანული წარმოშობის ჰოლანდიელი ქალი 2009 წლის დეკემბერში დააპატიმრეს, როდესაც ანტისამთავრობო გამოსვლებში მიიღო მონაწილეობა მას შემდეგ, რაც სტუმრად ეწვია ირანში მცხოვრებ ნათესავებს. ირანი სიკვდილით დასჯის მიხედვით მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება. ამნესტი ინტერნეიშენალის ანგარიშით, 2009 წელს ირანში სიკვდილით 388 ადამიანი დასაჯეს.