ეგვიპტეში გრძელდება შეტაკებები პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის

ქაიროში ღამის განმავლობაში გრძელდებოდა შეტაკებები ეგვიპტის პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. სხვადასხვა წყაროების მიხედვით ღამის განმავლობაში რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, ტელეკომპანია ”ალ-არაბია” კი იუწყება, რომ რამე ოთხი დემონსტრანტი დაიღუპა. გაერო, ამერიკა და სხვა სახელმწიფოები მხარეებს დაპირისპირების შეწყვეტისკენ და ხელისუფლების კრიზისადან მშვიდობიანი გამოსავლის ძიებისკენ მოუწოდებენ.