ჰამიდ კარზაი ინდოეთში ვიზიტს განაგრძობს

ავღანეთის პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი ჩავიდა ინდოეთში, ნიუ დელიში, სადაც მასპინძლებს, ინდოეთის ხელისუფალთ ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მოელაპარაკება. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში, ის მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხთა კონფერენციაზე. ინდოეთი ავღანეთში დიდ თანხებს აბანდებს, ის მისი მეხუთე უდიდესი დონორია.