მიხეილ სააკაშვილი მიუნხენში იმყოფება

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მიუნხენში, სადაც დღეს გაიხსნება უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილი 47-ე კონფერენცია. სამდღიან საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა 6 თებერვალსაა დაგეგმილი. მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვდება გერმანიის კანცლერს და შვეიცარიის პრეზიდენტს.