ეგვიპტიდან ქართველი ტურისტები ბრუნდებიან

ხვალ დილით საქართველოში ყველა ის ტურისტი დაბრუნდება, რომელიც ეგვიპტის ტერიტორიაზე იმყოფება. "აირზენას" სპეციალური რეისი 8 თებერვლის დილის ექვს საათზე ჩამოვა და შარმ-ელ-შეიხიდან 50 ქართველ ტურისტს ჩამოიყვანს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "აირზენას" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნინო გიორგობიანმა განუცხადა. მანვე დასძინა, რომ "აირზენას" სპეციალური რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ეგვიპტის მიმართულებით ღამის თორმეტის ნახევარზე შესრულდება, თუმცა, გიორგობიანის განცხადებით, ამ რეისს ეგვიპტეში არც ერთი ქართველი მგზავრი არ გაყვება.