რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება შეიზღუდა

დიდთოვლობის გამო შეიზღუდა რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა. თავისუფალია მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობა, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება კი მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის შესაძლებელი. სააგენტო "ინტერპრესნიუსს" შპს "გზამშენი 5"-ის მორიგემ განუცხადა, რომ რიკოთზე ბოლო 24 საათის განმავლობაში გადაუღებელმა თოვამ საცობები წარმოქმნა.