პარლამენტის სხდომაზე მოხსენებით წარდგება მიხეილ სააკაშვილი

თბილისში მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც საღამოს 6 საათზე მოხსენებით წარდგება პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი გამოსვლის შემდეგ მწვავე, თუმცა, კონსტრუქციულ დებატებს ელის პარლამენტის თავმჯდომარე. დავით ბაქრაძის განცხადებით, ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრებების გამოსათქმელად თანაბარი დრო ექნებათ.