დასავლეთის ქვეყნები მიესალმნენ მუბარაქის გადაგომას

დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერები მიესალმნენ ეგვიპტის პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის გადადგომას. აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა მიესალმა ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას და განაცხადა, რომ ეგვიპტელმა ხალხმა სათქმელი თქვა, მათი ხმა შეისმინეს, ეგვიპტე არასოდეს იქნება იგივე, როგორიც იყო, გან თქვა ობამამ. ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონიც მიესალმა მუბარაქის გადაწყვეტილებას, ისევე როგორც გერმანიის, საფრანგეთის და ბრიტანეთის ლიდერები, რომლებიც მოუწოდებენ ეგვიპტეს, თავისუფალი არჩევნების მოწყობისკენ გადადგას ნაბიჯები.