გრიგოლ ვაშაძე ჰილარი კლინტონს შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მიემგზავრება აშშ-ში, სადაც 17-18 თებერვალს შეხვდება სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს და კონგრესის წარმომადგენლებს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ, იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი, რომელსაც სამინისტრო დიდხანს ამზადებდა, წარმატებული იქნება. ნინო კალანდაძის განცხადებით, აშშ-ში დაგეგმილი შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიით განსაზღვრულ საკითხებს.