დაღესტანში ორი აფეთქების შედეგად ორი მილიციელი დაიღუპა

დაღესტანის დასახლება გუბდენში ორი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოცზე მეტი დაიჭრა. პირველი თავდასხმა თვითმკვლელმა ქალმა განახორციელა, რომელმაც თავი მილიციის განყოფილებასთან აიფეთქა - დაიღუპა ერთი სამხედრო მოსამსახურე და დაიჭრა ოთხი. ცოტა ხანში კი მეორე თვითმკვლელი შევარდა დანაღმული ავტომობილით გუბდენის მიმდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტში. აფეთქების შედეგად ერთი მილიციელი დაიღუპა და 17 დაიჭრა.