დღეს პარლამენტში უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაზე იმსჯელეს

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაზე დღეს პარლამენტში იმსჯელეს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ და საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. შეხვედრის შემდეგ ბოკერიამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების კონცეფციის განახლების პროცესში პარლამენტის მონაწილეობა და მისი ზედამხედველობა. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, ცვლილებათა განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პოლიტიკური ძალა.