ბაჰრეინში გრძელდება საპროტესტო აქციები

ბაჰრეინის დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება. ათასობით ადამიანი მთელი ღამე ცენტრალურ მოედანზე იმყოფებოდა. ისინი მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. პოლიციასთან შეტაკებისას ორი დემონსტრანტის დაღუპვის გამო მეფე ჰამად ბინ ისა ალ ხალიფამ სატელევიზიო ეთერით გამოხატა მწუხარება და დაპირდა მოქალაქეებს, რომ ეს მკვლელობები გამოძიებული იქნება. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა. ბაჰრეინშია განთავსებული შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტი.