ტანზანიაში იარაღის საწყობის აფეთქებისას 17 ადამიანი დაიღუპა

ტანზანიის ყველა დიდი ქალაქის, დარ-ეს-სალამის მიმდებარე სამხედრო ბაზაზე იარაღის საწყობის აფეთქების შედეგად სულ ცოტა 17 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიზენგო პინდამ განაცხადა. აფეთქების მიზეზებს გამოძიება ადგენს.