იემენში შეტაკებები მოხდა

იემენში დღეს უსაფრთხოების ძალებს და მთავრობის მომხრეებს შეტაკება მოუვიდათ ანტი-სამთავრობო გამოსვლების მონაწილეებთან, რომლებიც პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით უკვე მეშვიდე დღეა აქციებს მართავენ. დედაქალაქ სანაში შეტაკებები მოხდა ქუჩებში და უნივერსისტეტში. არის ცნობები სხვა ქალაქებში მომხდარ ძალადობაზეც. დაშავებულია ათზე მეტი ადამიანი.