”სააკაშვილის საუბარი რუსეთთან დიალოგისთვის მზადყოფნაზე პიარ-აქცია იყო”

რუსეთთან დიალოგისთვის საქართველოს პრეზიდენტის მზადყოფნას მოსკოვში სერიოზულად არ აღიქვამენ - ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა. მისივე თქმით, მსგავს განცხადებებს თან ახლავს უხეში ანტირუსული რიტორიკა და კონფრონტაციული და შეურაცხმყოფელი თავდასხმები. ლუკაშევიჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას სააკაშვილის მიერ რუსეთთან დიალოგისთვის მზადყოფნაზე საუბარი პიარ-აქცია და მშვიდობისმოსურნე და კონსტრუქციულ პოლიტიკოსად თავის წარმოჩენის მცდელობა იყო.