ლიბიაში პოლიტიკური მღელვარება გრძელდება

ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის მხარდამჭერებმა დღეს განაცხადეს, რომ რეჟიმის წინააღმდეგ გამართულ აქციებს „მწვავე და ძალადობრივ“ პასუხს დაუპირისპირებენ. კადაფის რეჟიმის მთავარმა საყრდენმა ძალამ - ლიბიის რევოლუციურმა კომიტეტებმა - ეს მუქარა ინტერნეტით გავრცელებულ განცხადებაში გამოთქვა. შეტყობინების ფონია დედაქალაქ ტრიპოლიში კადაფის ასობით მომხრის მიერ გამართული აქციები - სადაც ცოტა ხნით თავად კადაფიც მივიდა. პარალელურად, ქვეყანაში ანტი-სამთავრობო აქციებიც გრძელდება. სიდიდით მეორე ქალაქ ბენღაზის ქუჩებში ჯარი დგას, ხუთშაბათს გამართული მასობრივი საპროტესტო აქციის შემდეგ. ასობით დემონსტრანტი ქუჩაში დღესაც გავიდა.