ყაბარდო-ბალყარეთში სამი ტურისტი მოკლეს

რუსეთის საინფორმაციო სამსახურების ცნობით, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა მანქანაში ჩაცხრილეს ტურისტები. თავდასხმის შედეგად სამი ტურისტი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ყველანი მოსკოვიდან არიან. შემთხვევა ყაბარდო-ბალყარეთის ბაქსანის რაიონის სოფელ ზაიუკოვოში მოხდა. ტურისტებზე მოხდარ თავდასხმაზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.